logo_geo
eng_logo
შს მინისტრის ბრძანებით ქულათა სისტემის ადმინისტრირების წესი დამტკიცდა
- +

30 ივნისი. 2017. 10:26



შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, განისაზღვრა მართვის მოწმობებისათვის მინიჭებული ქულათა სისტემის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პირობები და პროცედურები, კერძოდ:


  • განისაზღვრა საქართველოსა და სხვა ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობისთვის ქულათა სისტემის მინიჭების საფუძვლები;


  • ქულათა სისტემის ადმინისტრირება განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით;


  • საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირებას განახორციელებს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე, ხოლო იმ ტერიტორიაზე, რომელიც არ შედის სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაში - სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურე;


  • განისაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულება, სამართალდამრღვევის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ქულების რაოდენობის ყოველი შემცირებისას მართვის მოწმობის მფლობელი გააფრთხილოს მართვის უფლების შეჩერების რისკის შესახებ ელექტრონული ფოსტით ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინებით;


  • განისაზღვრა მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა შემცირების სამართლებრივი შედეგები და მისი გასაჩივრების წესი;


  • ქულათა კლების სისტემა არ გავრცელდება ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ასევე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაკისრებულ საურავზე.


ბრძანება 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner