NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსის გაფართოება ჯერჯერობით დღის წესრიგში არ არის.
„ალიანსმა მონტენეგროს მოწვევა გადაწყვიტა. ახლა ამ პროცესს ვასრულებთ. შემდეგი ეტაპი ეროვნული პარლამენტების მიერ NATO-ში მონტენეგროს გაწევრიანების მხარდაჭერაა, ამ ყველაფრის შემდეგ, NATO-ს 29-ე წევრი შეუერთდება. ალიანსის უფრო მეტად გაფართოება ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ არის. ჩვენ ყოველთვის გვექნება ღია კარის პოლიტიკა და ყოველთვის ვითანამშრომლებთ პარტნიორ ქვეყნებთან. NATO-ს ბევრი ახლო და მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა ჰყავს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.