logo_geo
eng_logo
ზაზა სვანაძე: ზურა ჯაფარიძეა N 1 ადრესატი! თქვენ მორალური უფლება არ გაქვთ ამ თემაზე ხმა ამოიღოთ!
- +

30 ივნისი. 2017. 12:45



ჟურნალისტი ზაზა სვანაძე სოციალური ქსელის მეშვეობით „გირჩის" წევრებს მიმართავს:


„დაგვიანებული პასუხი - ამ „გირჩებმა" და მათმა მიმდევრებმა, ერთი პერიოდი რომ ამიკელით, ამ მარიხუანას ლეგალიზების თემაზე - სვანაძე მთავრობის პოზიციებს ახმოვანებსო, შსს-ს „ნასედკააო", აბა კარგად მოქუჩდით აქ!

 

მიხეილ სააკაშვილის კალთაში ისხედით ბარე ორი ზაზა სვანაძე, „ობიექტივის" ეთერიდან რომ გავყვიროდი - ამ ერთი ნაფაზის გამო ნუ უმწარებთ ბიჭებს სიცოცხლესთქო! ჩემი ბავშვობის მეგობარი, ლევანი - 21 წლის ბიჭი, 8 წლით რომ გაამწესეთ ჭიათურიდან ჩამოტანილი მოსაწევის გამო ციხეში ეს დღემდე მახსოვს - როგორ დაენგრა ახალგაზრდა კაცს ცხოვრება!  მერეც ბევრი იყო ასეთი, ჰოდა არ დაიღალეთ? ერთხელ მაინც გამოსუხლართ გარეთ? ერთხელ ამოგიღიათ ხმა? ჩემგან თუ გაინტერესებთ, დავდებ კადრებს (იმ 9 წლიდან), თქვენი მანახეთ რამე! სკამებს რომ მიეწებეთ! ზურა ჯაფარიძეა N 1 ადრესატი! მორჩით ამ მარიხუანას ლეგალიზებაზე დარდს - სხვა უფრო ქმედითი პრობლემები განიხილეთ! თქვენ მორალური უფლება არ გაქვთ ამ თემაზე ხმა ამოიღოთ!" - წერს სვანაძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner