გიგი დედალამაზიშვილის და ნინი დედალამაზიშვილი „facebook"-გვერდზე ჯგუფ „მგზავრების" 9 აპრილს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით გამართულ აჟიოტაჟს გამოეხმაურა, რომელიც პეტერბურგში გაიმართება. როგორც დედალამაზიშვილი წერს, „მგზავრები" პეტერბურგში აქცია-კონცერტს გეგმავს, ვიდეოინსტალაციითა და წუთიერი დუმილით.
„პატრიოტებო", პირველ რიგში ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება, პოზიციის დაფიქსირების, დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ადამიანებს აქვთ უფლება, მოსწონდეთ ან არ მოსწონდეთ ჯგუფი „მგზავრების" მუსიკა, გუშინ მთელი დღის განმავლობაში მომდიოდა წერილები, მირეკავდნენ ჟურნალისტები და მინდა, ყველას გაგცეთ პასუხი. დიდი მადლობა ყველას, ვისაც ვუყვარვართ, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ გინებით და ლანძღვით ნუ პასუხობთ სიძულვილის და „დედის გინების" ენაზე მოსაუბრე ანგაჟირებულ ადამიანს. ჯგუფი „მგზავრები" წლებია უკრაინაშია, დასახელდნენ წლის საუკეთესო ჯგუფათ, წლების მანძილზე სრული ანშლაგით მართავენ კონცერტებს, მათი საკონცერტო ტურნე 1 წლით ადრე არის გაწერილი. ამაზე აქცენტი არ კეთდება და ასეთი გამოხმაურებაც არ მახსოვს „მგზავრების" წარმატებაზე, ესეც გასაგებია, აქ ბედნიერებას და წარმატებას ვერ გპატიობენ. მიხარია, რომ ლოკალურ სივრცეში არ დარჩნენ და წარმატებას სხვადასხვა ქვეყანაში მიაღწიეს, განვითარდნენ, რაც ყველაზე დიდი მონაპოვარია.
რაც შეეხება 9 აპრილს დაგეგმილ კონცერტს, რომელიც პეტერბურგში გაიმართება. პატრიოტიზმია, ოკუპანტ ქვეყანაში მოახერხო, ამ თემას შეეხო! ადვილია, ოთახში შეკეტილმა სოციალურ ქსელში პუტინს აგინო, როდესაც იცი, რომ ამის გამო ფიზიკურად ვერავინ შეგეხება. „მგზავრები" პეტერბურგში აქცია-კონცერტს გეგმავს, ვიდეოინსტალაციით, წუთიერი დუმილით. ჩვენი იარაღი ჩვენი საქმეა, ჩვენი იარაღი არის სტერეოტიპების მსხვრევა ახალ თაობაში, რომ „გრუზინი" ის არ არის, რაც მათ ჰგონიათ. გიგი ოკუპანტების ქვეყანაში მუდმივად აფიქსირებს თავის პოზიციას, მათ შორის უკრაინის თემაზეც.
P.S. ნიკა გვარამიას დიდ პატივს ვცემ. უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ, ბევრს მიაღწია კალოშით ჩამოსულმა თბილისში, მაგრამ ყველა იგივე რთულ გზას არ გადის, გიგის უფრო გაუმართლა და კალოშით არ მოუწია კიევში ჩასვლა, იღბლიანია... ძალიან ვაფასებ ნიკას ბიოგრაფიას, რომ თავისი თავი შექმნა, ალბათ გადაღლილია და „ქართველი ვაჟკაცივით" დედის გინებაზეა გადასული. ასობაში „მგზავრები" აგრძელებენ ტურნეს, მთელი წელი გაწერილია, მომავალი თვის ბილეთები - წინასწარ გაყიდული.
საზოგადოებრივი ინიციატივა მაქვს, რომ ტალახის სროლის ფესტივალი მოაწყოს სახელმწიფომ, ამაზე დიდ სიამოვნებას ბრბო მაინც ვერაფრისგან იღებს", - წერს ნინი დედალამაზიშვილი.