logo_geo
eng_logo
გერმანიის პარლამენტმა ერთსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა
- +

30 ივნისი. 2017. 14:33


გერმანიის პარლამენტმა კენჭი უყარა რეფორმას, რომელიც ჰომოსექსუალ ქალებს და მამაკაცებს იურიდიულად ქორწინების გაფორმების და შვილად აყვანის საშუალებას აძლევს. აქამდე გერმანიაში ერთსქესიანთა შორის მხოლოდ სამოქალაქო კავშირები ფორმდებოდა.


გეებს შორის ქორწინებას გერმანიის ბუნდესტაგის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.


კენჭისყრა მას შემდეგ ჩატარდა, რაც ერთი კვირის წინ, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა პოზიცია შეიცვალა და განაცხადა, რომ მისი სურვილია „ქრისტიან დემოკრატიული კავშირის" წევრებმა ისე მისცენ ხმა, როგორც ამას მათ საკუთარი სინდისი კარნახობს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner