logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: საქართველოში „მატარებლობანა“ უნდა დავამთავროთ!
- +

30 ივნისი. 2017. 15:46



რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „TV პირველის" ეთერში საარჩევნო სისტემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოში მაჟორიტარული სისტემა უნდა დარჩეს. ხაინდავას თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვის აძლევს ხმას.


„ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო, „მატარებლობანა" უნდა დავამთავროთ. როცა წინ ერთი კაცი ზის და მატარებელში ვინც სხედან არავინ არ იცის, სანამ არ მოხვდებიან პარლამენტში ან შემდეგაც. ამიტომ, ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა მაჟორიტარულს რამით ჯობია. ასეთი რამე მსოფლიოში არ დასტურდება. ძირითად დემოკრატიულ ქვეყნებში სწორედ მაჯორიტარული სისტემაა და საქართველოშიც მაჟორიტარული სისტემა უნდა იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, ვის ირჩევს. არა მატარებლის პრინციპით, როგორსაც სააკაშვილი სთავაზობდა საზოგადოებას. დღეს პოლიტიკური პარტია, როგორც წესი, ერთი კაცისგან არის შემდგარი, მეორე კაცი ვინ არის პარტიაში, არავინ არ იცის", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner