logo_geo
eng_logo
მთავარი პროკურორი ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა
- +

30 ივნისი. 2017. 17:26


საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (OLAF) ხელმძღვანელს ჯოვანი კესლერს შეხვდა.


მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მთავარი პროკურორის მოადგილეები მამუკა ვასაძე,  გიორგი გოგაძე და ევროკავშირის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  საქართველოში  იანოშ ჰერმანი.


 შეხვედრის მიმდინარეობისას OLAF-ის ხელმძღვანელი დაინტერესდა საქართველოში არსებულ საკანონმდებლო ბაზისა და ინსტიტუციური მექანიზმის შესახებ, რომელიც მომავალში უზრუნველყოფს ევროკავშირის ინტერესების დაცვას საქართველოში, რაც ევროკავშირის ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლისა და კონტროლის სისტემის არსებობას გულისხმობს. აღნიშნულის პასუხად, მთავარმა პროკურორმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის სისტემისა და ხსენებული დანაშაულის  წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით უწყების  როლისა და ფუნქციების შესახებ. დამატებით აღინიშნა, რომ საქართველოს პროკურატურას მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს თაღლითობისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში და იგი  უწყების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს  წარმოადგენს.


შეხვედრაზე საუბარი  ასევე შეეხო საქართველოს პროკურატურაში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს და ხაზი გაესვა პროკურორებისა და გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლების  მნიშვნელობას.


შეხვედრის დასასრულს მხარეებმა  ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მისი გაღრმავების მზაობა გამოხატეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner