რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში სინოპტიკოსები ძლიერ წვიმას ვარაუდობენ. მათი თქმით, მოსკოვზე, ნამდვილი ტროპიკული ღვარცოფი ჩამოწვება.
გავრცელებული ინფორმაციით, უკვე არიან დაზარალებულები. აეროპორტში ყველა რეისი გადადებულია.
„ღვარცოფი, რომელიც დღეს საღამოს ჩამოწვება, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ყველაზე ძლიერი იქნება", - აცხადებენ სინოპტიკოსები.