მსახიობები - გოგა პიპინაშვილი, მიშა გომიაშვილი და გია გურგულია საზოგადოებას მიმართავენ, რომ 17 აპრილს, ვერის პარკის „საკალათბურთო დარბაზში" მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას შეუერთდნენ:
„17 აპრილს ვერის პარკში „საკალათბურთო დარბაზში" საზოგადოებრივი მოძრაობა„ქართული მისია" მართავს შეკრებას, სადაც განხილული იქნება საზოგადოებისთვისსაინტერესო და პრობლემური საკითხები.
საუბარი იქნება ასევე მათი გადაჭრის გზებზე. გიწვევთ ყველა საქართველოსმოქალაქეს, რომლებიც დაიღალეთ და მოგბეზრდათ 25 წლიანი დაუმთავრებელიტყუილი, ერთი და იგივე პოლიტიკური ელიტის გულგრილობა და უსამართლობა.ჩვენ არ გთხოვთ დადგეთ ჩვენს გვერდით, ჩვენ გთხოვთ დავდგეთ ერთად!"-აღნიშნულია განცხადებაში.