logo_geo
eng_logo
კახეთში იყალთოს ხევის განაშენიანების რეგულირების გეგმის პრეზენტაცია გაიმართა
- +

30 ივნისი. 2017. 20:26


კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაიმართა იყალთოს ხევის განაშენიანების  რეგულირების გეგმის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც პროექტის  საავტორო ჯგუფმა -  შპს „თავისუფალმა არქიტექტორებმა"   დეტალურად  განიხილეს და იმსჯელეს   იმ ძირითად  მიმართულებებზე,  რაც გეგმის მიხედვით  არის გათვალისწინებული.  იყალთოს განაშენიანების პროექტის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს იყალთოს მიმდებარე ტერიტორიზე  სივრცით-ტერიტორიული განვითარება, რაც მოიცავს    იყალთოს ხევში რეგიონის და ადგილის მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის  კომპლექსური  სივრცეების ფორმირებას და ამ გზით კულტურული ლანდშაფტის აღდგენა -განვითარებას.


შეხვედრას    ესწრებოდნენ კახეთის გუბერნატორის პირველი  მოადგილე ირაკლი შიოშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ნინო გვენცაძე,   გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი, გუბერნატორის აპარატის უფროსი ნინო უტიაშვილი,  აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი და მუნიციპალიტეტის გამგეობის   ინფრასტრუქტურის სამსახურის  უფროსები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner