საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებით, რომელიც დღეს, 30 ივნისს პარლამენტმა მიიღო, მნიშვნელოვნად გამარტივდა საგადასახადო ადმინისტრირება. აღნიშნული ცვლილება ეკონომიკური რეფორმის ნაწილია და მიზნად ისახავს საქართველოში ბიზნეს-მეგობრული საგადასახადო გარემოს განვითარებას.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მთავრობამ, ბიზნესთან აქტიური კონსულტაციის შედეგად, მოამზადა საგადასახადო ცვლილებები, რომლითაც ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა საქართველოში კიდევ უფრო მომგებიანი გახდა. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო მომავალშიც განაგრძობს საგადასახადო კოდექსის სრულყოფას და ამ კუთხით ბიზნეს-საზოგადოებასთან თანამშრომლობას.
ცვლილებების თანახმად:
იზრდება საგადასახადო დავალიანების თანხის ზღვარი 5000 - დან 50 000 ლარამდე, რომლის გადახდის 1 წლის ვადით გადავადებაც (გრაფიკის გაკეთება) შესაძლებელი იქნება საგადასახადო ორგანოში უზრუნველყოფის წარდგენის გარეშე.
გარდა ამისა, საგადასახადო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა სრულყო საბაჟო პროცედურები და შემსუბუქდა სანქციები. კერძოდ, საბაჟო პროცედურების დარღვევისთვის პირველ შემთხვევაზე ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება შემდეგ შემთხვევებში: