logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: არცერთი ხელისუფლების ბრალი არაა საზოგადოების დაშლილობა...
- +

30 ივნისი. 2017. 21:03



ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„სანამ ქართველები ხოხბობაში, წუწუნში, დამნაშავის სხვაში ძებნასა და ბოღმის ნთხევაში ვართ გართული, სომხებმა ჩვენი გარგარი წაიღეს, მოიყვანეს და ჩვენთან ყიდიან. აზერბაიჯანელებმა იგივე გააკეთეს ქართული მსხლის ჯიშებით, თურქებმა კარტოფილით და პომიდვრით. ასე გავაგრძელოთ, კრედიტებით iphone-ბი გამოვიტანოთ, მუშაობა გრეხად მივიჩნიოთ, უჯიპო სამსახური დამცირებად, მეტი თავის მართლება, მეტი წუწუნი და ბოღმა, ცოტაც და რუსები ვენახებს შეისყიდიან, ირანელები ცხვარს, ჩინელები ტყეებს და მერე ჩვენს მიერ ფეხებზე დაკიდებული იბერიაც გაბრწყინდება!

 

არცერთი ხელისუფლების ბრალი არაა საზოგადოების დაშლილობა, ქიშპობა, სიმხდალე და ქრონიკული მიდრეკილება ლატენტური მონობისადმი. არცერთი საზოგადოება არაა პიროვნებებზე ძლიერი. არავის ლოდინი არაა საჭირო, თუ გაქვს მიზანი. ჩვენ რა მიზანი გვაქვს?"-  წერს უძილაური. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner