logo_geo
eng_logo
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აბიტურიენტებს რჩევას აძლევს
- +

30 ივნისი. 2017. 21:55


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს რჩევას აძლევს. როგორც მიმინოშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „ჩემი კითხვა" განაცხადა, მნიშვნელოვანია აბიტურიენტებმა ყურადღებით წაიკითხონ საგამოცდო ბარათი, სადაც მითითებულია როგორც საგამოცდო ადგილი, ასევე დრო.


ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, რამდენჯერმე წაიკითხონ საგამოცდო ბარათი დაკვირვებით. საგამოცდო ბარათზე მითითებულია საგამოცდო ცენტრი, დააკვირდნენ ცენტრის მისამართს და, რაც მთავარია, დროულად გამოცხადდნენ რეგისტრაციაზე", - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.


2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრები გახსნილია საქართველოს ყველა ქალაქში, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. თბილისში ათი საგამოცდო ცენტრია გახსნილი, ქუთაისში - სამი, ხოლო დანარჩენ ქალაქებში თითო საგამოცდო ცენტრი იფუნქციონირებს.


ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner