-
+
30 ივნისი. 2017. 22:12
მერიის წარმომადგენელი საკრებულოში ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„არასოდეს ყოფილა თბილისი ასეთი მოუვლელიო....
არასოდეს უვლია თბილისში ასეთ ახალ ლურჯ ავტობუსებს და არასოდეს ყოლია თბილისს კი არა, ბევრ ევროპულ დედაქალაქს ასეთი ტიპის დასუფავების მანქანები", - წერს აბესაძე.
შეგახსენებთ, რომ შპს „თბილსერვის ჯგუფმა" ახალი ტექნიკა შეიძინა. დასუფთავებისთვის განკუთვნილი მანქანები დედაქალაქის მასშტაბით განთავსებული ნაგავშემკრები კონტეინერების დასაცლელად გამოიყენება და მოძველებულ, მწყობრიდან გამოსულ ტექნიკას ჩაანაცვლებს.