აშშ-ში ძალაში შევიდა შეზღუდვა ექვსი მუსლიმური ქვეყნის მცხოვრებლებისთვის ამერიკაში შესვლაზე. ასევე შეწყდა დევნილთა მიღებაც. ბრძანება ადგილობრივი დროით 30 ივნისის 03:00 საათიდან ამოქმედდა, უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან 72 საათში.
ამერიკაში შესვლაზე 90 დღიანი აკრძალვა მოქმედებს ირანის, ლიბიის, სირიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებისთვის. აკრძალავა არ შეეხება მათ, ვისაც აშშ-ში ჰყავს ახლო ნათესავები, აქვს ბიზნესი, მოქმედი ვიზა ან მოქალაქეობა, ასევე მათ, ვინც სწავლობდა ან სწავლობს ამერიკაში. ასევე ამოქმედდა 120 დღიანი აკრძალვა დევნილთა მიღებაზე.
ორშაბათს, ამერიკის უმაღლესმა სასამართლომ მიღო გადაწყვეტილება ოქტომბერში განსახილველ აპელაციასთან დაკავშირებით ბრძანებულების დაბლოკვის შესახებ. მანამდე მის ძირითად დებულებებსკანონიერი ძალა ექნება.