„უგულავამ ჩაატარა სუფთა მაფიოზური ტენდერი, რომლითაც თბილისი თავის ბიუჯეტად აქცია" ,- ამის შესახებ ყოფილი პარლამენტარი კობა ბექაური გაზეთ „ალიასთან" საუბრობს.
„2005 წელს, როცა საკრებულოში ვიყავი, მე თავად შევხვდი ებრაელ ბიზნესმენებს და შემოვიყვანე საქართველოში. იმავე წელს გაიმართა პრეზენტაცია, მაგრამ 2007 წელს ებრაული კომპანიის წარმომადგენლებს უგულავა და მამუკა ახვლედიანი შეხვდნენ და ტენდერში გაამარჯვებინეს. დაარწმუნეს, აქ ბექაური არაფერ შუაშია, წილები ჩვენ მოგვეცითო. მოკლედ, დაწერეს ისეთი ხელშეკრულება, როგორიც აწყობდათ, ფაქტობრივად, არჩევნების პერიოდში „სითი პარკი" იყო "ნაციონალების" შავი ხვრელი - მაგალითად, 2012 წლის არჩევნების დროს ეს კომპანია აფინანსებდა გიგა ნასარიძის კლიპებს, რომელიც იყო მიმართული ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების" წინააღმდეგ. უგულავამ ჩაატარა სუფთა მაფიოზური ტენდერი, რომლითაც თბილისი თავის ბიუჯეტად აქცია. მე მინდოდა, თბილისისთვის საქმე გამეკეთებინა, მაგრამ თაღლითურად მომიშორეს და დაიწყეს ფულის კეთება. ამის გამო ხუთჯერ შეცვალეს ხელშეკრულება. ფაქტობრივად, ნაძირალა უგულავა თბილისის მეფე იყო. მაგან ის ებრაული კომპანია, რომელიც მე შემოვიყვანე, გაიყვანა აქედან და 2010 წელს თვითონ დაარეგისტრირა ვირჯინიის კუნძულებზე ახალი ორგანიზაცია, ანუ სხვა შემოიყვანა. სატენდერო პირობები პირდაპირ მოარგეს და დაიწყეს ფულის კეთება. ამ საქმეში თვითონ ჩასხდნენ.
მამუკა ახვლედიანი დადიოდა ყოველ კვირა ისრაელში, რომ ებრაელები დაეთანხმებინა. მე მათ პირდაპირ მითხრეს, შენი გაწევა უნდათ, ამაზე ჩალიჩობენო. მანდ ახვლედიანის ცოლის ბიძაშვილია მთავარი მენეჯერი. ყველაფერი შემდეგ გადაფორმდა ოფშორში.
უგულავა ახლა იძახის, ეს პოლიტიკური დევნააო და ბიძინა ივანიშვილს ლანძღავს, 2007-ში ბიძინა იყო? 2010-ში რომ ხელშეკრულებები ყირაზე დააყენა, მაშინ ბიძინა იყო? 2006 წლის შემდეგ მე მაგათთან არავითარი შეხება არ მაქვს. ძროხა გოგორიშვილის დედა ვატირე, პარლამენტიდან რომ წამოვედი, განცხადება არ დამიწერია. ძალიან მაინტერესებს, როგორ გააკეთეს, როგორ მოაწყეს ყველაფერი, თითქოს ჩემი ნებით დავწერე განცხადება? იქ ჩემი ხელმოწერა არსად არ ფიქსირდება. ან უჩემოდ საკითხი როგორ განიხილეს? გამოდის გოგორიშვილი და ევროპულ დემოკრატიაზე ლაპარაკობს, კარგია, არა?!
მაგ საქმეში იყო ჩართული სააკაშვილის დედაც, - იქ დადიოდა გიული ალასანია, სააკაშვილის მდივანი ცაცა და სხვები. მთელი "შაიკა" იყო დაკავშირებული ამ საქმესთან!", - განაცხადა ბექაურმა.