საფრანგეთის ქალაქ ნიცას აეროპორტიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუაციის მიზეზი ტერაქტის საფრთხეა. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას მგზავრები სოციალური ქსელების მეშვეობით ავრცელებენ.
The Sun წერს, რომ საეჭვო ბარგი ბარის სიახლოვეს აღმოაჩინეს.
აეროპორტის გარეთ დაახლოებით, 150 ადამიანია შეკრებილი და სიტუაციის განმუხტვას ელოდება.
აეროპორტის ტერიტორიაზე სამართალდამცველები მუშაობენ.