რუსთავში რამდენიმე მიკრორაიონთან და ქუჩასთან მისასვლელი გზა დაიტბორა. დატბორვის სავარაუდო მიზეზი ე.წ. კუმისის არხია, რომელიც ბოლო დღეებში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა.
გადაადგილება გართულებულია ფეხით მოსიარულეებისთვის.
დატბორილი ქუჩები რუსთავის მერმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ადგილობრივ მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ პრობლემების აღმოფხვრას დილიდან დაიწყებენ.