logo_geo
eng_logo
ალი ბაბაევი: ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დღეს აფერისტ მუხთარლის იცავენ, სად იყვნენ მაშინ, როცა...
- +

1 ივლისი. 2017. 11:32


 

„კითხვას ვსვამ - თუ მუხთარლი თბილისში იმიტომ ჩამოვიდა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან საფრთხეს გრძნობდა, საქართველოს შესაბამის უწყებებს რატომ არ მიმართა, თავშესაფარი მომეცით და დამიცავითო?!" - ამის შესახებ „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის" თავმჯდომარე ალი ბაბაევმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც, მისი აზრით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოში ჩამოვიდა.

 

„ჩამოვიდა, რათა იმ ძალებს შეერთებოდა, რომლებიც თბილისიდან ცდილობდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლების დამხობას. დიახ, მუხთარლის უნდოდა, რომ საკუთარი თავისთვის დისიდენტის იმიჯი შეექმნა, შემდეგ კი საქართველოდან ევროპაში გადასულიყო და იქ მოეთხოვა პოლიტიკური თავშესაფარი.

 

აქვე ვსვამ კითხვას - ის ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დღეს ავანტიურისტ და აფერისტ მუხთარლის იცავენ, სად იყვნენ მაშინ, როცა სააკაშვილის რეჟიმი ადამიანებს ხან კაფე-რესტორნებიდან, ხან კი ტრასიდან იტაცებდა და მერე ზოგს ოქროყანის ტყეში კლავდა, ზოგს კი შავ ზღვაში ძირავდა?! რატომ დუმდნენ მაშინ ეს „ეკა გიგაურები"?! რატომ არ იღებდნენ ხმას, როცა სააკაშვილი ადამიანის უფლებებს არამარტო ფეხქვეშ თელავდა, არამედ სისხლში ახშობდა?!" - განაცხადა ალი ბაბაევმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner