logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში აშშ-ის სტრატეგიული თმენის ერა დასრულდა
- +

1 ივლისი. 2017. 12:04



აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან მუნ ჩჟე ინთან თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში აშშ-ის სტრატეგიული თმენის ერა დასრულდა.


აშშ დიპლომატიის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში რიგი ზომების განხორციელებას იწყებს, რათა ფხენიანის მიერ ბირთვული და სარაკეტო პროგრამების შეწყვეტას მიაღწიოს. გულწრფელად რომ ვთქვა, ჩვენი მოთმინება ამოიწურა", - განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.


როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, აშშ და სამხრეთ კორეა მოქმედების უამრავ ვარიანტებს განიხილავენ.


ჩვენ რეაგირების უამრავი ვარიანტი გვაქვს და მათ აქტიურად განვიხილავთ. აშშ სხვა ქვეყნებს მოუწოდებს შემოგვიერთდნენ სანქციების გამოყენებაში და მოთხოვნების წაყენებაში, რათა ჩრდილოეთ კორეის რეჟიმმა უკეთესი გზა აირჩიოს, ეს სწრაფად გააკეთოს და სხვა მომავალი უზრუნველყოს თავისი ტანჯული ხალხისთვის. ჩვენი მიზანი მშვიდობა, სტაბილურობა და რეგიონის აყვავებაა. თუმცა, აშშ ყოველთვის დაიცავს თავის თავს და ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს მოკავშირეებს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner