logo_geo
eng_logo
„ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი და პარტიის აქტივისტი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს
- +

1 ივლისი. 2017. 13:17


„ნაცმოძრაობის" ოფისში მიმდინარე წინასაარჩევნო თათბირისას, „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილ გენერალურ დირექტორს, „ნაციონალური მოძრაობის" დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატს გიორგი ჭანტურიასა და პარტიის აქტივისტს ემზარ ტატიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა.


მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ, „ნაცმოძრაობის" დიდუბის რაიონული ორგანიზაციის ოფისში მოხდა.


დაპირისპირება იმით დაიწყო, რომ ემზარ ტატიშვილმა და მისმა მეუღლემ გიორგი ჭანტურია  არაკომპეტენტურობასა და უუნარობაში დაადანაშაულეს, რის შემდეგაც მათ შორის მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპრება.


ოფისიდან ისმოდა ყვრილისა და გინებს ხმა. შემდგომში ემზარ ტატიშვილმა ჯიბიდან ამოიღო გასაშლელი დანა, რომლითაც დაემუქრა გიორგი ჭანტურიას. ეს უკანასკნელი ოფისიდან შეშინებული გაიქცა და პატრული გამოიძახა. ინციდენტს  თათბირის მონაწილე პატრიის აქტივისტები შეესწრნენ.


„ნაცმოძრაობის" ოფისში მომხდარი ფაქტის გამო პოლიციაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ინციდენტში მონაწილე პირები გადაყვანილი იქნენ პოლიციაში.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner