logo_geo
eng_logo
ხაშურში ახალი მინი სტადიონი გაიხსნა
- +

1 ივლისი. 2017. 14:31



ხაშურში მინი სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა. ადგილობრივ მოზარდებსა და ახალგაზრდებს უკვე აქვთ ღია, თანამედროვე სპორტული მოედანი და დღეიდან შეუძლიათ გამართონ შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში.


დასრულებული სამუშაოები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ დაათვალიერა.


პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 110 000 ლარით დაფინანსდა. მოეწყო სრული ინფრასტრუქტურა, გაკეთდა ბალახის საფარი და გარე განათება.


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, საქართველოს  მასშტაბით, 35 სპორტული მოედნისა და 11 სპორტული კომპლექსის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტების ჯამური ბიუჯეტო 18 მილიონ ლარამდეა. განახლებული სპორტული ობიექტებით 100 000-მდე მოზარდი ისარგებლებს, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner