logo_geo
eng_logo
„გამსახურდია პრეზიდენტად არჩევიდან საკმაო ხანს უხელფასოდ მუშაობდა, მარგველამ კი გაპრეზიდენტებისთანავე ხელფასი გაიორმაგა“
- +

1 ივლისი. 2017. 14:39



უჩა მურღულია სოციალურ ქსელში წერს, რომ ზვიად გამსახურდია პრეზიდენტად არჩევიდან საკმაო ხანს უხელფასოდ მუშაობდა, გიორგი მარგველაშვილმა კი გაპრეზიდენტებისთანავე ხელფასი გაიორმაგა და 9000 ლარამდე აიყვანა.


პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია პრეზიდენტად არჩევიდან საკმაო ხანს უხელფასოდ მუშაობდა, რადგან ახალი პოსტის შემოღებისას კონსტიტუციაში შესწორებისას პრეზიდენტის ხელფასის განსაზღვრა დაავიწყდათ. ზვიადი კი ასეთ საქმეში საოცრად მორიდებული იყო და ხმას არ იღებდა. ბოლოს ვიღაც პარლამენტარს გაახსენდა, რის შემდეგაც პრეზიდენტთან მივიდნენ და უთხრეს, რამდენი დაგინიშნოთო: „მეცნიერთა აკადემიის ხელმძღვანელს რამდენი აქვსო" - იკითხა პრეზიდენტმა. 1700 მანეთიო, უპასუხეს. „მაგას 10 მანეთი დაუმატეთ და ის დამინიშნეთო" - ბრძანა პრეზიდენტმა. (ისე მარგველამ გაპრეზიდენტებისთანავე ხელფასი გაიორმაგა და 9000 ლარამზე აიყვანა)", - წერს მურღულია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner