logo_geo
eng_logo
გავრცელებული ინფომაციით, ფარული ჩანაწერების საქმეზე კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე დააკავეს
- +

8 აპრილი. 2016. 12:59


„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, დღეს, გამთენიისას, ფარული ჩანაწერების საქმეზე პროკურატურამ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავა. გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებულია 10-მდე ყოფილი თანამდებობის პირი, მათ შორის, კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი.


ლელუაშვილი პროკურატურამ დილის რვა საათზე საკუთარ სახლში აიყვანა. სამართალდამცავებმა ბინების ჩხრეკისას კომპიუტერები და სხვა სახის ნივთები ამოიღეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner