უკრაინის რადას დეპუტატი ანტონ გერაშჩენკო მიიჩნევს, რომ რუსეთისა და ბელარუსიის სამხედრო სწავლება „დასავლეთი 2017"-ის გამო, კიევმა შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში უნდა მოიყვანოს.
როგორც გერაშჩენკომ განაცხადა, აღნიშნული სწავლების საპასუხოდ კიევმა მანევრები უნდა განახორციელოს, რომელიც აჩვენებს, რომ უკრაინა მოწინააღმდეგის შეტევისთვის ემზადება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-ბელარუსიის სწავლება „დასავლეთი 2017" 14-20 სექტემბერს გაიმართება.