logo_geo
eng_logo
რუსეთის საპასუხოდ კიევმა შესაძლოა შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში მოიყვანოს
- +

1 ივლისი. 2017. 20:11



უკრაინის რადას დეპუტატი ანტონ გერაშჩენკო მიიჩნევს, რომ რუსეთისა და ბელარუსიის სამხედრო სწავლება „დასავლეთი 2017"-ის გამო, კიევმა შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში უნდა მოიყვანოს.


როგორც გერაშჩენკომ განაცხადა, აღნიშნული სწავლების საპასუხოდ კიევმა მანევრები უნდა განახორციელოს, რომელიც აჩვენებს, რომ უკრაინა მოწინააღმდეგის შეტევისთვის ემზადება.


შეგახსენებთ, რომ რუსეთ-ბელარუსიის სწავლება „დასავლეთი 2017" 14-20 სექტემბერს გაიმართება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner