შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისსა და რეგიონებში, ქულათა ახალი სისტემის ამოქმედებიდან 15 საათის შემდეგ, დაიწერა 1586 ოქმი, აქედან 996 ქულებიანი ოქმია.
„ქალაქ თბილისში და რეგიონებში პირველი ივლისის ღამის 12 სთ-დან, 15:00 საათამდე დაიწერა სულ 1586 ოქმი, აქედან ქულებიანი 996",- განუცხადეს საზოგადოებრივს შსს-ში.
დღეიდან, „საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები ძალაში შევიდა.
საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას ქულათა სისტემის მიხედვით 100 ქულა ენიჭება ყოველი კალენდარული წლის პირველ იანვარს.