logo_geo
eng_logo
გარდაბნის მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პოტენციალის შესწავლა იწყება
- +

8 აპრილი. 2016. 13:00


საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „მზის ენერგიის კომპანიას" შორის  დადებული მემორანდუმი ითვალისწინებს გარდაბნის მუნიციპალიტეტში,  ქალაქ გარდაბნისა და სოფელ კალინინოს ტერიტორიაზე მზის პოტენციალის შესწავლას. კონკრეტულად,  ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური საკითხების შესწავლას  - შემდგომში მისი მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით.



 მემორანდუმის თანახმად, კომპანია 12 თვის განმავლობაში გარდაბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას  და საჯარო განხილვებს, მოამზადებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს და ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ შესაბამის წინადადებას წარუდგინეს  საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.



„მზის ენერგიის კომპანია" „Headwall Power International"-ის წარმომადგენელია საქართველოში. „Headwall Power International" კი  ამერიკული კომპანიაა, რომელსაც აქვს მსოფლიოში დიდი გამოცდილება  ალეტერნატიული ენერგიების მიმართულებით.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner