logo_geo
eng_logo
„ქრონიკული დაავადებების დროს, პაციენტმა მუდმივად უნდა მიიღოს მედიკამენტები, რაც ყველაზე პრობლემური საკითხი იყო“
- +

1 ივლისი. 2017. 22:03



ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა 30 ივნისიდან ამოქმედდა. ახალი პროგრამის მეშვეობით, მედიკამენტების მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველ მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 0-დან 100 000 - ის ჩათვლით და აქვს შემდეგი ქრონიკული დაავადებები: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები; ფილტვის ქრონიკული დაავადებები; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები; დიაბეტის მეორე ტიპი. (არაინსულინდამოკიდებული).


ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც სამინისტრომ სწორედ აღნიშნულ ქრონიკულ დაავადებებზე შეაჩერა არჩევანი.


„საყოველთაო ჯანდაცვაში ყველაზე მთავარი გამოწვევა იყო აღნიშნული დაავადებები. როდესაც პაციენტი იმყოფება სტაციონარში, რა თქმა უნდა, მედიკამენტები მკურნალობის ნაწილია და უფინანსდება. ქრონიკული დაავადებების დროს, პაციენტმა მუდმივად უნდა მიიღოს მედიკამენტები, რაც ყველაზე პრობლემური საკითხი იყო. ჩვენ ავირჩიეთ ის ქრონიკული დაავადებები, რომლები მოიცავს ამბულატორიული პაციენტების თითქმის 70%-ს. ეს პროგრამა უზრუნველყოფს ასეთი პაციენტების პრაქტიკულად 70%-ის საჭიროებებს. სწორედ ამიტომ ავარჩიეთ ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებები", - განაცხადა დავით სერგეენკომ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner