logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: „PSP“-მ გაიმარჯვა ამ კონკურსში და ვფიქრობ, საკმაოდ ღირსეულად!
- +

1 ივლისი. 2017. 22:03


 

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ტელეკოპანია „იმედის" ეთერში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაზე ისაუბრა, რომელიც 30 ივნისიდან ამოქმედდა. სერგეენკოს თქმით, სააფთიაქო კომპანია „PSP"-მ კონკურსში, რომელიც ჯნდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, ღირსეულად გაიმარჯვა.

 

„მედიკამენტები სპეციფიკურ განაწილებას შენახვასა და გაცემას მოითხოვს, რაც საკმაოდ რთული პროცესია. ჩვენ ცალკე კონკურსი გამოვაცხადეთ იმ კომპანიაზე, რომელიც უზრუნველყოფდა საქართველოს მასშტაბით ჩვენს მიერ შესყიდული მედიკამენტების განაწილებას. ამ განაწილებას თავისი რესურსი და თანხა სჭირდება. სამართლიანობა მოითხოვს, რომ აღვნიშნო, რომ „PSP"-მ ჯერადობით დააკლო თანხა და პრაქტიკულად სიმბოლური თანხით უზრუნველყო ამ რთული ბიზნესპროცესის განხორციელება. „PSP"-მ გაიმარჯვა ამ კონკურსში და ვფიქრობ, გაიმარჯვა საკმაოდ ღირსეულად", - განაცხადა სერგეენკომ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner