გერმანიის ქალაქ დორტმუნდში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ოთხ წონაში ოთხი მედალი - 2-2 ოქრო და ბრინჯაო მოიპოვა.
კონტინენტის ჩემპიონობა ახალგაზრდებში რამაზ სილაგავამ (50) და ლერი აბულაძემ (60) იზეიმეს, მესამე პრიზიორები კი ბექა მამუკაშვილი (74) და გიორგი ბარბაქაძე (96) გახდნენ.
დორტმუნდში ევროპის ჩემპიონატი ხვალ, 2 ივლისს დასრულდება. მედლები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდება და საქართველოს ნაკრებიდან ნუგზარ წურწუმია (55), გიორგი კურტანიძე (66), თემურ ჭკუასელიძე (84) და ზვიად პატარიძე (120) იჭიდავებენ.