logo_geo
eng_logo
ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვეს
- +

2 ივლისი. 2017. 00:25



გერმანიის ქალაქ დორტმუნდში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ოთხ წონაში ოთხი მედალი - 2-2 ოქრო და ბრინჯაო მოიპოვა.


კონტინენტის ჩემპიონობა ახალგაზრდებში რამაზ სილაგავამ (50) და ლერი აბულაძემ (60) იზეიმეს, მესამე პრიზიორები კი ბექა მამუკაშვილი (74) და გიორგი ბარბაქაძე (96) გახდნენ.


დორტმუნდში ევროპის ჩემპიონატი ხვალ, 2 ივლისს დასრულდება. მედლები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდება და საქართველოს ნაკრებიდან ნუგზარ წურწუმია (55), გიორგი კურტანიძე (66), თემურ ჭკუასელიძე (84) და ზვიად პატარიძე (120) იჭიდავებენ.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner