Reuters-ის ინფორმაციით, შაბათს, კანადის გაერთიანების 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში ქვეყნის დედაქალაქში 500 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.
კანადის დღე - კანადის ნაციონალური დღესასწაულია, რომელიც 1 ივლისს აღინიშნება. ამ დღეს 1867 წელს ხელი მოეწერა აქტს ბრიტანული ჩრდილოეთ ამერიკის შესახებ, რომელმაც სამი პროვინცია ერთ სახელმწიფოდ - კანადად გააერთიანა. ამ დღეს როგორც კანადაში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც აღნიშნავენ.
სააგენტოს ცნობით, დედაქალაქის საზეიმო ღონისძიებები ფოიერვერკით დასრულდება, რომელიც 20 წუთსა და 17 წამს გაგრძელდება.
ქვეყნის პარლამენტის შენობის წინ ფესტივალის გახსნაზე სიტყვით კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდოც გამოვიდა.