შსს-ს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფისა და ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლებმა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრა ევროკავშირისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით, შსს-ს პოლიციის აკადემიასთან და საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან თანამშრომლობით ჩატარდა.
შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელმა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატის თანამშრომლებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს.
შეხვედრის მონაწილეებმა დაწვრილებით განიხილეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის" შესახებ საქართველოს კანონის მოქმედების სფერო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა, მისი დამუშავების პრინციპები და საფუძვლები, ფაილური სისტემის ცნება, კატალოგების წარმოება და პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე, პოლიციის მიერ საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში ინფორმაციის მოგროვების თავისებურებებზე იმსჯელეს.