საქართველოს მუნიციპალურ იგანვითარების ფონდი, ქ. ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე #7 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ დაათვალიერა.
შენობა ამორტიზებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. სარემონტო სამუშაოების შემდეგ, ობიექტი საერთაშორისო სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს.
ახალი საბავშვო ბაღი 6 ასაკობრივ ჯგუფზეა გათვლილი და 200 აღსაზრდელს მოემსახურება. შენობა ადაპტირებულიი ქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. სამუშაოებზე 10 ადამიანია დასაქმებული.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ობიექტის მიმდებარე ტერიტორია, მოპირკეთდება შენობის შიდა და გარე კედლები, შეიცვლება კარ-ფანჯარა, მოეწყობა სველი წერტილები, დამონტაჟდება გათბობა-გაგრილების სისტემა, შეიცვლება წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის სისტემა. ამ ეტაპზე შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს.
პროექტს მსოფლიო ბანკი735 751ლარით აფინანსებს. ხაშურელი პატარები განახლებულ ბაღში შემოდგომიდან მივლენ. პროექტი 2017 წლის მაისში დაიწყო და მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.