საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხორციელდება პროექტი „მშვიდობის გზავნილები" ნიქოზიდან.
პროექტის ფარგლებში, 2 ივლისს, 12:00 საათზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება. მათ შორის, მოეწყობა ქართულ-ოსური ურთიერთობების ამსახველი გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება საოჯახო ალბომებში, მუზეუმებსა და პირად არქივებში დაცული ფოტოები; დაგეგმილია კონცერტი, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლ „ნართებისა" და სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლის მონაწილეობით; მოეწყობა ასევე, ტრადიციული კერძების დეგუსტაცია.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრება როგორ ნიქოზის მოსახლეობა, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
პროექტს „მშვიდობის გზავნილები" ნიქოზიდან ახორციელებს ა(ა)იპ „კავკასიური მოზაიკა", რომლის მიზანია კულტურული ღონისძიებების გზით, დააკავშიროს ერთმანეთთან რეგიონები და დედაქალაქი, ასევე წარმოაჩინოს ქართველებისა და ოსების საერთო და ინდივიდუალური კულტურული ფასეულობები.