logo_geo
eng_logo
სოფიო სომხიშვილი ძიუდოში ევროპის ჩემპიონია
- +

2 ივლისი. 2017. 12:30




ლიტვის ქალაქ კაუნასში დასრულდა კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონატი. ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ტურნირის მეორე დღეს საქართველოს სახელით შვიდ წონით კატეგორიაში თორმეტი ძიუდოისტი მონაწილეობდა.


-73კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა ფინალურ შეხვედრაში იტალიელ კენი ბედელს ოთხი ვაზარით უგებდა, მან ფინალური შეხვედრა ნაადრევად, იპონით დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.


მეორე ოქროს მედალი საქართველოს ნაკრებს +70კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა მოუტანა.


-90კგ წონით კატეგორიაში კი ფინალური შეხვედრა დათმო მიხეილ ბექაურმა იტალიელ ენრიკო ბერგამელისთან და ვერცხლის მედალს დასჯერდა.


+90კგ წონით კატეგორიაში ლევან ჭელიძემ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გერმანელ ჯონას შრაიბერს იპონითა და სამი ვაზარით სძლია და ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.


კაუნასში ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს გუნდური შეჯიბრია, სადაც იასპარეზებს საქართველოს ნაკრების როგორც ბიჭების, ასევე გოგონების გუნდი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner