ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
71 წლის პოლიტიკოსი სასჯელს თელ-ავივთან ახლოს მდებარე რამლეს საპატიმროში იხდიდა. იგი კორუფციის ბრალდებით იყო დაკავებული და ციხეში 16 თვე გაატარა.
ეჰუდ ილმერტს სასამართლომ პატიმრობა 27 თვით მიუსაჯა, თუმცა 16 თვეში გაათავისუფლა.