logo_geo
eng_logo
არკანზასის შტატში ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარი სროლის დროს 25-მდე ადამიანი დაშავდა
- +

2 ივლისი. 2017. 14:35


არკანზასის შტატში ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარი სროლის დროს დაშავებულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა.


აქამდე ცნობილი იყო, რომ სროლისას 17 ადამიანი იყო დაშავებული. დაჭრილთაგან მძიმე მდგომარეობაში არავინაა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


ლითლ როკის მერის მარკ სტოდოლის განცხადებით, ქალაქში მდებარე ღამის კლუბი დაიხურება, რადგან დაწესებულების ადმინისტრაციას ალკოჰოლზე ლიცენზია არ გააჩნია.


ქალაქ ლითლ როკში მდებარე კლუბში სროლა მოულოდნელად დაიწყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაჭრილებს შორის ყველაზე ახალგაზრდა 16 წლისაა. ქალაქის პოლიციის უფროსის, კენტონ ბაკნერის თქმით, მომხდარს ტერორიზმთან კავშირი არ აქვს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner