საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აბიტურიენტები დალოცა და მათ გამოცდების წარმატებით დასრულება უსურვა.
„იწყება გამოცდები, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. თქვენ ის დარგი აირჩიეთ, რომელიც სასარგებლო იქნება თქვენთვის და სამშობლოსთვის. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ღმერთმა ინებოს, რომ მიღებული იყოთ სასწავლებლებში და მშვიდობით დაამთავროთ", - ბრძანა ილია მეორემ.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება.