logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ნუ დაგავიწყდებათ, რომ სიკეთე მუდამ სძლევს ბოროტებას
- +

2 ივლისი. 2017. 15:06


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წირვის დასრულების შემდეგ მრევლს მიმართა და მოუწოდა, არ დაავიწყდეთ, რომ სიკეთე მუდამ სძლევს ბოროტებას.  

 

„დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველნი არიან საქმენნი შენნი. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი წყალობისთვის. მრავალი განსაცდელი ეღობება საქართველოს და კეთილ ადამიანს, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ სიკეთე მუდამ სძლევს ბოროტებას, სიკეთე იმარჯვებს და ამიტომ გქონდეთ უფლის იმედი", - ბრძანა პატრიარქმა.


გარდა ამისა, უწმინდესის თქმით, საჭირო და აუცილებელია თაობათა შორის კავშირი. მისი განცხადებით, დღეს სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილი იყვნენ სამი თაობის წარმომადგენლები - უფროსი თაობა, საშუალო და ახალი თაობა.


დღეს პატრიარქმა ხელნაწერთა ინსტიტუტის ძველი თაობის მეცნიერ- თანამშრომლები დალოცა და დააჯილდოვა, ასევე, დალოცა სამებაში მყოფი აბიტურიენტები და მათი მშობლები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner