logo_geo
eng_logo
ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშებაზე ირმა ხეცურიანმა ოქროს მედალი მოიპოვა
- +

2 ივლისი. 2017. 17:42




ირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების გამარჯვებულია. მან პოლონეთის ქალაქ ვარშავაში ეტლით ფარიკაობაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.


ხეცურიანმა ფინალში ტაილანდელი პარამოფარიკავე ანგარიშით 15:8 დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.


3 ივლისიდან ვარშავის ტურნირში 23-წლამდე პარასპორტსმენები ჩაერთვებიან. პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი ორივე ასაკობრივ ჯგუფში დაიცავს საქართველოს ღირსებას.


მსოფლიო თასის ვარშავის ეტაპი 7 ივლისს დასრულდება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner