სააგენტო Xinhua-ს ინფორმაციით, ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 10 ტურისტი დაშავდა. შემთხვევა ცენტრალური იავას პროვინციაში მოხდა.
„ტურისტები Seleri-ს კრატერიდან 15 მეტრში იყვნენ, როდესაც ამოფრქვევა მოხდა", - განაცხადა ვულკანოლოგიის ნაციონალური სააგენტოს ხელმძღვანელმა.
ყველა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.