კაუნასში გუნდური ჩემპიონატის ფინალში ქართველი ძიუდოისტები უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და ძალიან იოლად მოიგეს - 4:1.
საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტმა ნაკრებმა ნახევარფინალში რუსეთი დაამარცხა.
საქართველოს ნაკრები ბრძოლაში მეორე წრიდან ჩაება და ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა: საბერძნეთი - 5:0, იტალია - 4:1 (მეოთხედფინალში) და რუსეთი - 3:2 (ნახევარფინალში).