შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ყველა რეგიონში, ქულათა ახალი სისტემის ამოქმედებიდან 24 საათში, საპატრულო პოლიციამ სულ 2805 საჯარიმო ქვითარი დაიწერა, აქედან 1331 ქულებიანი ოქმია.
„2017 წლის 1 ივლისს, შაბათს, საქართველოს ყველა რეგიონში საპატრულო პოლიციამ სულ 2805 საჯარიმო ქვითარი დაიწერა. მაშინ როცა წინა კვირის შაბათს, 24 ივნისს, 3085 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დაფიქსირდა, რაც 280 ნაკლებია. პირველ ივლისს, ასქულიანი სისტემით 2805 -დან დაჯარიმდა 1331 მოქალაქე", - აცხადებენ შსს-ში.
საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას ქულათა სისტემის მიხედვით 100 ქულა ენიჭება ყოველი კალენდარული წლის პირველ იანვარს.