ამ დროის მონაცემებით, ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული. როგორც „ინტერპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, სამედიცინო ბრიგადამ "ევექსის" კლინიკაში სხეულის სხვადასხვა დაზიანებით ერთი პირი გადაიყვანა.
ცენტრში სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები.
ბაზრობის თანამშრომლების განცხადებით, ე.წ სექტორები ყველაზე დაცული შენობა იყო მთელი ბაზრობის ტერიტორიაზე. მათ ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასახელება ამასთან, მაღაზიების მფლობელთა ნაწილი ცეცხლის ხელოვნურად გაჩენის თაობაზე საუბრობს, თუმცა დაინტერესებულ პირებს ვერ ასახელებენ.