logo_geo
eng_logo
ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 2500კვ.მ-დე ფართი დაიწვა
- +

2 ივლისი. 2017. 23:24



​როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ადგილზე 24 სამაშველო მანქანა მუშაობდა. ცეცხლს 230 მეხანძრე მაშველი აქრობდა. სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, დამწვარია 2500კვ.მ-დე ფართი.  ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. ელიავაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.


ელიავას ბაზრობაზე მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ცეცხლი ავტონაწილების მაღაზიას 2 საათის წინ გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო 30-მდე სახანძრო მანქანა და 150-მდე მეხანძრე.


ხანძრის ლოკალიზების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი თეა პერტაია Facebook-ზე წერს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner