როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ადგილზე 24 სამაშველო მანქანა მუშაობდა. ცეცხლს 230 მეხანძრე მაშველი აქრობდა. სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, დამწვარია 2500კვ.მ-დე ფართი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. ელიავაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
ელიავას ბაზრობაზე მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ცეცხლი ავტონაწილების მაღაზიას 2 საათის წინ გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო 30-მდე სახანძრო მანქანა და 150-მდე მეხანძრე.
ხანძრის ლოკალიზების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი თეა პერტაია Facebook-ზე წერს.