logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე: „პოლიტიკოსები“, რომ მოეშვათ ხანძართან პოზიორობას და აცადოთ სახანძროს მუშაობა უკეთესია...
- +

2 ივლისი. 2017. 23:37


 

მერიის წარმომადგენელი საკრებულოში ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„პოლიტიკოსებმა" რომ თავი შეიკავოთ, მოეშვათ ხანძართან პოზიორობას და აცადოთ სახანძროს მუშაობა უკეთესია" , - წერს აბესაძე.

 

​როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ელიავას ბაზრობაზე 24 სამაშველო მანქანა მუშაობდა. ცეცხლს 230 მეხანძრე მაშველი აქრობდა. სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, დამწვარია 2500კვ.მ-დე ფართი.  ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. ელიავაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.


ელიავას ბაზრობაზე მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ცეცხლი ავტონაწილების მაღაზიას 2 საათის წინ გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო 30-მდე სახანძრო მანქანა და 150-მდე მეხანძრე.


ხანძრის ლოკალიზების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი თეა პერტაია Facebook-ზე წერს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner