აშშ-ში, ვისკონსინის შტატში, ორძრავიანი თვითმფრინავის ავიაკატასტროფას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ABC News ავრცელებს.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თვითმფრინავი ჩიკაგოდან კანადაში მიფრინავდა, თანდათან პილოტმა სიმაღლის შენარჩუნება ვეღარ შეძლო და რადარებიდან გაუჩინარდა.
მიმდინარეობს გამოძიება.